დაუპატიჟებელი სტუმრები, რომელთაც რუსეთი ვეღარ უმკლავდება
რუსული მედია რამდენიმე თვეა, დათვების მხრიდან შემოსევასა და თავდასხმებზე საუბრობს. დათვების გააქტიურება განსაკუთრებით ჩრდილოეთ რუსეთში, არხანგელნსკის რაიონში შეინიშნებოდა. არასასიამოვნო და მოულოდნელმა სტუმრებმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
რუსულ გამოცემებთან საუბრისას, ადგილობრივი მცხოვრებები აღნიშნავენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები, თავს სტუმრებადაც აღარ თვლიან და დროთა განმავლობაში სითამამის მომატების გამო, მათ სადარბაზოებშიც კი ხვდებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მოვლენა დიდი ხანია, აღარ დაფიქსირებულა. რუსეთში „თეთრ ჭირად“ მოდებული თეთრი დათვი, ხმელეთის ყველაზე დიდ მტაცებლად მიიჩნევა, რომელსაც კლიმატის ცვლილებისა და უკანონო ნადირობის გამო, გადაშენების საფრთხე ემუქრება.
სამწუხაროდ, „თეთრმა ჭირმა“, რუსეთს პირველი სისხლი უკვე მოუტანა.
როგორც რუსული ინტერნეტმედია gazeta.ru იუწყება, ამჯერად კამჩატკის ნახევარკუნძულზე
51 წლის მამაკაცი დათვის ტორისგან მიყენებული დარტყმის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. რუსულ მედიასაშუალებებ
მთავრობა ხალხს სიფრთხილისკენ და მშიერი დათვებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.