დაურ კოვე აკაკი ბობოხიძეზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიეზღოს დამსახურებული სასჯელი აფხაზეთში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის

აფხაზეთის დე ფაქტო რუსპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, სოციალურ ქსელის საშუალებით თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს, გამოეხმაურა. რომლის დროსაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა, „ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, აკაკი ბობოხიძის დასჯას აანონსებს:

„აფხაზეთის მხარე მიმართავს ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რათა ზემოთნახსენებ სამხედრო დამნაშავეს მიეზღოს დამსახურებული სასჯელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის.“ – აღნიშნავს დაურ კოვე.

 

 

კომენტარები