„დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ საფრთხეში ახლა ვიმყოფებით“-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა:

-„ვფიქრობ, ნატოში თუ მიგვიღებენ, ალიანსში ჩვენი ხილვა ნამდვილად თუ სურთ, მაშინ ბინოკლში, რაღაც შორეულ მომავალში ყურებას აზრი არ აქვს. დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ საფრთხეში ახლა ვიმყოფებით, ჩვენი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ ახლა არის, დახმარებაც ახლა გვჭირდება. წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ნამდვილი სიგნალი იქნება. ეს უკრაინის როგორც ახლო მომავალში ნატოს ნაწილის რეალური განხილვაა. დროთა განმავლობაში უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, თუმცა უამრავ უკრაინელს ამის ისე მტკიცედ აღარ სჯერა, როგორც ადრე სჯეროდა“.

კომენტარები