დაფარული გაცხადდა- ისრაელში აცრილი მოხუცები უფრო ინტენსიურად იღუპებიან, ვიდრე აუცრელები!

 

universe-tss.su-ზე, სხვა ბევრი პორტალის მსგავსად, გავცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაფარული გაცხადდა და ისრაელში ვაქცინაციის დაწყების დღიდან, 85 წელზე უფროსი ასაკის მოხუცებიდან კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე მთლიანად 2020 წელს.

ერთ-ერთი ამერიკული ბლოგერი სერიოზულად დაინტერესდა ისრაელში არსებული სიტუაციით, ოფიციალური სტატისტიკით, რომ ვაქცინაციის დაწყების დღიდან, გასულ წელთან შედარებით, 85 წელს გადაცილებული ბევრად მეტი  მოხუცი დაიღუპა და საინტერესო ანალიზი გააკეთა.

მოგახსენებთ, რომ ისრაელის ექიმსპეციალისტთა ნაწილი, მეცნიერექსპერტებთან ერთად ეწინააღმდეგება ვაქცინაციის იძულებით და გაუმჭვირვალე კამპანიას. მათ მონაცემებსა და კომენტარებს ჩვენ სხვა სტატიის სახით შემოგთავაზებთ, მანამდე კი, ამერიკული ბლოგერის მიერ გაანალიზებული  და გამოქვეყნებული ინფორმაცია:

“ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ისრაელში ვაქცინაციის დღიდან, გარდაცვლილია 85 წელს გადაცილებული 930 ადამიანი, მაშინ როცა, გასული წლის სტატისტიკა მხოლოდ 851 შეადგენს. საყურადღებოა, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის 87 %-მა გაიკეთა აცრა.

სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან სიტუაცია ოდნავ უკეთესია.

ვაქცინაციის დაწყების დღიდან 75-დან 84 წლის ასაკოვნებიდან   გარდაცვლილთა რაოდენობა გასულ წელს დაღუპულთა მაჩვენებლის ნახევარია.

ორჯერ შემცირდა გამოჯანმრთელებამდე მიღწევის შანსები 65 წელს გადაცილებულებთანაც.

რაც მთავარია, გასულ წელს, პანდემიის გამო ისრაელში Covid 19 –ით დაიღუპა 3050 ადამიანი, მაშინ როცა, ამ წელს სულ რაღაც თვე-ნახევარში გარდაიცვალა-1900.

როგორ გავიგოთ, “მუშაობს კი ვაქცინა?”; როგორც ექსპერტები აცხადებენ, უნდა შევადაროთ  ვაქცინირებულთა ჯგუფის (85+) წილი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ. თუ ვაქცინაციის შემდეგ  ამ ჯგუფის წილი შემცირდა –ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა “მუშაობს”. თუ მაჩვენებელი იგივე დარჩა, ე.ი. ვაქცინა “არ მუშაობს” და გარდაცვლილთა შორის არანაკლებ 78%-სა აცრილია. თუ ამ ჯგუფის წილი გაიზარდა – ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვაქცინა სიკვდილიანობას იწვევს.

როგორც გაირკვა, 2020 წელს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის წილი შეადგენდა 28 % კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის (ანუ ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტს შორის). ვაქცინაციის შემდეგ ეს მაჩვენებელი 54 %-ი გახდა  ანუ გაიზარდა ორჯერ 2020 წლის მაჩვენებელთან  შედარებით!”

 

შემდგომ, ცდილობს რა ბლოგერი ვირუსისა და ვაქცინის მოქმედების მექანიზმებში საფუძვლიანად გარკვევას,  მიდის დასკვნამდე, რომ ვაქცინა პრაქტიკულად “არ მუშაობს”, განსაკუთრებით ვირუსის მუდმივად მუტაციის პირობებში.

ბევრი სპეციალისტის  განმარტებით, თუ ვაქცინა უმკლავდება ვირუსის გარკვეულ სახეობას, დაბნეულად და ქაოტურად სპობს იმუნიტეტს, ისე, რომ ორგანიზმი შემდგომ ახალ დასნებოვნებას ვეღარ ეწინააღმდეგება, გამოდის რომ, აცრილთა 40-დან 70-მდე % შესაძლოა დაიღუპოს. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, აიცრას თუ არა?

სტატიის ავტორი განმარტავს:

“70 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებს  კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების ბევრად დაბალი რისკი აქვთ, ვიდრე ავტოკატასტროფაში დაღუპვის. ამიტომაც, თუ პირი ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის, ავტომობილს მართავს ან ფეხით  გადასვლა უხდება  ხოლმე გადასასვლელებზე, არანაირი გონივრული მიზეზი აცრისა არ აქვს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კარანტინი და შემზღუდავი რეგულაციები არც კი შემოუღიათ, დამატებით სიკვდილიანობის გაზრდა (სხვა წლებთან შედარებით) არც კი დაფიქსირებულა. საჭიროა თუ არა აცრა, იმისათვის რომ დავიცვათ მოხუცები? საჭიროა იმის ცოდნა, რომ აცრა ოფიციალურად არ გვიცავს დასნებოვნებისგან, მით უფრო, ვირუსის გადატანისგან, ამიტომაც შედარებით ახალგაზრდა კონტინგენტის აცრა ვერ გადაარჩენს მათ მოხუცებს, ხოლო აცრილი პირები შესაძლოა დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ!

ისრაელში  ვაქცინაციამდე  წელიწადში 3000 ადამიანი გარდაიცვლა Covid 19–ით. ვაქცინაციიდან 40 დღეში კი – 1800 ადამიანი. ამასთან დაღუპულები შეადგენენ იმ ასაკობრივ ჯგუფს, რომელიც აიცრა. და ჩვენ, ჯერ კიდევ არ ვიცით გულის შეტევითა და სხვა მძიმე გვერდითი მოვლენებით დაღუპულთა სტატისტიკა.

ყველა ქვეყანაში ვაქცინაციას დაემთხვა Covid 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრად მატება. გამოდის, რომ კორონავირუსით გარდაცვალების რისკი  ვაქცინაციით კიდევ უფრო მეტად იზრდება, ვიდრე მის გარეშე, განსაკუთრებით რისკჯგუფებთან. ბუნებრივად ორგანიზმი ისედაც გამოიმუშავებს სხვადასხვა ტიპის ანტისხეულებს. ბევრთან დაავადება სწრაფად ლიკვიდირდება, საყურადღებოა ასევე – რეინფიცირების უამრავი შემთხვევაც.

ყველაზე გასაოცარია ის, რომ მოხუცებულების შემდეგ, ისრაელი ბავშვებისა და ორსულების აცრას გეგმავს. და ეს მაშინ, როდესაც არანაირი კვლევა არ არსებობს Mრნმ-ვაქცინის ორსულების, ნაყოფისა და ბავშვებისათვის უსაფრთხოებაზე. რატომ აპირებს ორსულებისა და ბავშვების საცდელ ზღვის გოჭებად გამეტებას ისრაელი, ჩემთვის გაუგებარია?!”- განმარტავს ავტორი.

გაზეთ Haarets-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია (https://www.haaretz.com/israel-news/.premium-children-and-pregnant-women-will-be-the-last-to-be-vaccinated-in-israel-1.9344558), რომ ბავშვებსა და ორსულებს, ისრაელში  ყველაზე ბოლოს აცრიან. საყურადღებოა, რომ ჯანმოს არ გაუცია რეკომენდაცია ამ კატეგორიასთან ვაქცინის გამოყენებაზე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კვლევა და შესწავლა არ განხორციელებულა. როდესაც Pfizer –ის წარმომადგენელს ამ საკითხზე შეკითხვა დაუსვეს, მან ბრძანა – ეს ისრაელის მარეგისტრირებელი და მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამონაკლისის სახით არის მიღებულიო, ანუ თავად მწარმოებელი კომპანიაც კი ვერ უარყოფს ვაქცინის  სრულად შეუსწავლელობის ფაქტს და  იხსნის პასუხისმგებლობას!

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ იაპონიის (რომლის მცხოვრებლებს ხშირად აზიის ებრაელებსაც კი უწოდებენ)  ხელისუფლება საერთოდ არ ჩქარობს ვაქცინაციას. მას ჯერ სხვათა შედეგებზე დაკვირვება აქვს  გადაწყვეტილი. (https://www.haaretz.com/israel-news/.premium-children-and-pregnant-women-will-be-the-last-to-be-vaccinated-in-israel-1.9344558)

აი ეს არის ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილება!”-  აღნიშნავს ავტორი!

 

კომენტარები