დაღლილობის მოხსნა ამ პროდუქტის საშუალებით შეიძლება

რუსეთის ჯანსაღი კვების ინსპექციის სახელმწიფო მმართველობის უფროსის ნინა ზაიცევას თქმით, ადამიანს დაღლილობის მოხსნაში სალათის ფოთლები ეხმარება. ეს მისი მომწარო გემოთია განპირობებული. სწორად ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ფოთლების შემადგენლობაში გარკვეული ნივთიერებებია, რომლებიც ამშვიდებენ და ამავდროულად ხსნიან დაღლილობას.
სალათის ფოთლებს მომწარო გემოს გლიკოზიდი და ლაკტუცინი აძლევს. ეს ნივთიერებები ამშვიდებენ, ხსნიან დაღლილობას და სისხლ-ძარღვთა კედლებს ამაგრებენ.
წყარო: „mk.ru/science“.

კომენტარები