დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 17 ბავშვია

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაღუპულთა შორის 17 ბავშვია. სამხედრო კონფლიქტის შედეგად ღაზას სექტორში 487 ადამიანია დაშავებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ათობით ტერორისტი და პალესტინელებს შორის მსხვერპლი ასევე გამოიწვია ღაზას სექტორიდან არასწორად ნასროლმა რაკეტებმა, რომლებმაც ისრაელის ტერიტორიას ვერ მიაღწიეს და გაშვებიდან მალევე ადგილზევე ჩამოვარდნენ.

ახლო აღმოსავლეთში 2014 წლიდან ისრაელსა და პალესტინას შორის ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი დაიწყო. იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების შემდეგ დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშების განხორციელება დაიწყო. ისრაელის ძალები კი პალესტინის მიმართ ავია იერიშებს ახორციელებს. არიან დაღუპულები.

კომენტარები