დაწესდება თუ არა, დამატებითი რეგულაციები – ბევრი უსიმპტომო შემთხვევა

-„იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი იცვლის თავის ხასიათს, გვაქვს ძალიან ბევრი უსიმპტომო შემთხვევა, ჩვენ ჯერ დაველოდებით ვირუსის გავრცელების ყველა იმ ნიშნულს, რომელიც მოცემულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოეთის შუქნიშანში, შემდეგ უკვე თანმიმდევრურად ვიმსჯელებთ, რა შეზღუდვები იქნება მომდევნო.

ქვეყანაში დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა..

კომენტარები