დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე იმოქმედებს

 საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ჩვენი ამოცანა არის, რომ, პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, – ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს.  ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. დღესაც, ხვალაც ჩემს მოადგილეებს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აქვთ სამუშაო შეხვედრები არასასურსათო ვაჭრობასთან, ბაზრობებთან ექნებათ შეხვედრები, ამ დარჩენილ დროში, რაც პირველ თებერვლამდეა, უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული.

ვიმსჯელეთ დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, – პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს. ეპიდვითარების დასტაბილურების მიუხედავად, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია“, – განაცხადაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  ნათია თურნავამ.

 

კომენტარები