და მაშინ ცხადად შეიცნობ შენ, ჰოი, ცოდვილო ადამიანო, თუ რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგიკარგავს – წმ. ანტონი დიდი:

– გინახავთ, რა ტანჯვით იხუთება ნაპირზე გადმოგდებული თევზე?! აი, ასეთივე ტანჯვით შეიხუთება მძიმედ შეჭირვებული ჩვენი სულიც, როცა იგი, მანამდე მხოლოდ ამა სოფლისათვის მცხოვრები, პირისპირ დადგება მისი დატოვების აუცილებლობის წინაშე. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ წუთის გამო, რომელიც შეგვეძლო სულის სარგებლობისათვის გამოგვეყენებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და უქმად დაგვეკარგა ისინი. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ უზაკველი სიხარულის გამო, რომლითაც შეგვეძლო დავმტკბარიყავით, მაგრამ არა დავტკბით, რადგან ამაო, წარმავალი გრძნობისმიერი სიამენი გვიშლიდა ხელს და თავისკენ გვიტაცებდა მაცდუნებელი მომხიბვლელობით. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ შემთხვევისათვის, რომელიც ღმერთისაგან მოგვემადლა სათნოებაში ჩვენს განსამტკიცებლად და ხელიდან გავუშვით. მაშინ ჩვენ სრულად შევიცნობთ, თუ ამქვეყნად რა კნინ ფასად გაგვიყიდია ჩვენი უფლება ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე და რა ძვირად შეგვისიდია გეჰენიის ცეცხლი! და მაშინ ცხადად შეიცნობ შენ, ჰოი, ცოდვილო ადამიანო, თუ რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგიკარგავს. იმ მძიმე ჟამს, როცა იძულებული იქნები დატოვო ეს ქვეყანა, უკვე მეტისმეტად გვიან იქნება რაიმე გამოასწორო! მაშინ კი ისურვებდი ნებისმიერ ფასად გეყიდა იგი, მაგრამ ვერ შეძლებ.

კომენტარები