დე­და­მი­წა­ზე სხვა გა­ლაქ­ტი­კი­დან ამო­უც­ნო­ბი რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ფიქ­სირ­დე­ბა

დე­და­მი­წა­ზე სხვა გა­ლაქ­ტი­კი­დან ამო­უც­ნო­ბი რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ფიქ­სირ­დე­ბა.

ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბი უცხო გა­ლაქ­ტი­კე­ბი­დან აქამ­დეც მო­დი­ო­და. მას რე­გუ­ლა­რუ­ლი სახე არას­დროს ჰქო­ნია.

 CNN წერს, რომ რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი ყო­ველ 16 დღე­ში ერთხელ მე­ორ­დე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი გა­დაჭ­რით ვერ ამ­ბო­ბენ, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე. მისი წარ­მო­მავ­ლო­ბის გა­სარ­კვე­ვად ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბი კა­ნა­დის CHIME-ის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სიგ­ნა­ლი დე­და­მი­წა­ზე ყო­ველ დღე, სა­ათ­ში ორ­ჯერ მო­დი­ო­და. შემ­დეგ კი შე­წყდა. შემდეგ, 12-დღი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა და ახლა ყო­ველ 16 დღე­ში ერთხელ მო­დის.

ამო­უც­ნო­ბი რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის. მეც­ნი­ე­რე­ბი რამ­დე­ნი­მე თე­ო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ახა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის და­ბა­დე­ბა, ან ვარ­სკვლა­ვე­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­ნი­ლი ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი.

არ­სე­ბობს თე­ო­რია იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ყო­ვე­ლი­ვე ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბულ უცხოპ­ლა­ნა­ტე­ლებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს და ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ სიგ­ნა­ლებს გზავ­ნიდ­ნენ დე­და­მი­წა­ზე, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი ამ უკა­ნას­კნელ თე­ო­რი­ას ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი ერთი და იგი­ვე ად­გი­ლი­დან მო­დის. ას­ტრო­ფი­ზი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ახალ, ამო­უც­ნობ სიგ­ნალს დე­და­მი­წი­დან 1.5 მლრდ სი­ნათ­ლის წე­ლი­წა­დით და­შო­რე­ბუ­ლი უც­ნო­ბი გა­ლაქ­ტი­კი­დან ვი­ღებთ.

თა­ვის მხრივ, რა­დიო აფეთ­ქე­ბე­ბი და დე­და­მი­წა­ზე რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბის მი­ღე­ბა უჩ­ვე­უ­ლო არ არის. პირ­ვე­ლად მსგავ­სი რამ 2007 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ მა­შინ­დელ­მა დაკ­ვირ­ვე­ბებ­მა ცხად­ყო, რომ ეს სიგ­ნა­ლე­ბი სხვა­დას­ხვა კოს­მო­სუ­რი შე­ჯა­ხე­ბე­ბი­დან იყო წარ­მოქ­მნი­ლი. და ამავდრო­უ­ლად, მა­შინ რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად არ მე­ორ­დე­ბო­და.

დე­და­მი­წა­ზე კოს­მო­სი­დან 2015 წელ­საც მო­ვი­და რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი და მა­ში­ნაც კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ყო­ვე­ლი­ვე სწრაფ რა­დი­ო­ა­ფეთ­ქე­ბებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

კომენტარები