დედამიწას ასტეროიდი მოუახლოვდება
29 აპრილს დედამიწას ასტეროიდი 1998 OR2 ჩაუფრენს. ამის შესახებ BBC წერს.
NASA-ს მეცნიერები უკვე 20 წელია ვარაუდობენ, 1998 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი, ჩვენს პლანეტას 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის. მისი დიამეტრი 1,5 კილომეტრია.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასტეროიდი პლანეტის ორბიტაზე არ მოხვდება და საშიშროება არ არსებობს.
1998 OR2-ს შემდეგი შეხვედრა დედამიწასთან უფრო ახლო მანძილზე მოხდება, ამიტომ ისინი ასტეროიდს პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევენ.