„დედამიწის მცენარეების 2/5-ს გადაშენება ემუქრება“

პლანეტის მცენარეების 2/5-ს გადაშენება ემუქრება. წერს BBC სპეციალისტების საერთაშორისო ჯგუფის კვლევაზე დაყრდნობით.

კვლევა 42 ქვეყნის 200-ზე მეტმა სპეციალისტებმა ჩაატარა. სპეციალისტებმა დაადგინეს, -გადაჭარბებული მოხმარების გამო გადაშენების რისკის ქვეშ 723 მცენარეა, – წამლების დასამზადებლად იყენებენ. 2019 წელს მეცნიერებმა მცენარეების 1 943 და სოკოების 1 886 ახალი სახეობა აღმოაჩინეს, მათ შორის ისეთების, რომლებიც, შესაძლოა, საკვების, სასმელის და მედიკამენტების დასამზადებლად გამოვიყენოთ.

„დროსთან რბოლას ვაგებთ. სახეობები იმაზე სწრაფად ქრება, ვიდრე ჩვენ მათ აღმოჩენას და სახელის დარქმევას ვასწრებთ. შესაძლოა, ბევრ მათგანში მნიშვნელოვანი მინიშნება არსებობდეს მედიცინის ყველაზე აქტუალური გამოწვევების დასამარცხებლად“, – აცხადებს Kew-ს პროფესორი ალესანდრე ანტონელი.

წყარო:

კომენტარები