დედამ შვილი სადარბაზოში უგონო მდგომარეობაში ნახა

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე დედამ შვილი სადარბაზოში უგონო მდგომარეობაში ნახა. თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.  დედამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ახალგაზრდა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კომენტარები