დედას დაუბრუნდა დაბადებისას დაღუპული გოგონა, ოღონდ უკვე მამაკაცის სახით

კალიფორნიელი (აშშ) ტინა ბეჰარანო 17 წლისა იყო, მეორე შვილი რომ ეყოლა. და რაღაც სასწაულით ბავშვი მასთან დაბრუნდა 30 წლის შემდეგ, ოღონდ სხვა სახით და სხვა სხეულით. როცა თინა მეორე ბავშვს ელოდებოდა, მისმა მკაცრმა დედამ განუცხადა, რომ რომ მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლებას აძლევდა. ხოლო როცა პატარა კრისტინი მოევლინა სამყაროს, ტინას ის არც კი აჩვენეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი მკაცრმა დედამ მოახსენა, რომ მისი გოგონა დაბადებისას დაიღუპა.

ტინასთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. ის ყოველ წელს აღნიშნავდა დაღუპული შვილის დაბადების დღეს და ვერც კი წარმოედგინა, რომ კრისტინი ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელი იყო. ყველაფერი გაირკვა მას შემდეგ, რაც პირველმა შვილმა ტიფანიმ დაიყოლია, რომ გაეკეთებინა დნმ-ტესტი. ამის შემდეგ მოკლე ხანში თინამ უცნაური წერილი მიიღო. წერილის ავტორი ამტკიცებდა, რომ ბეჰარანო მისი დედაა. „ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ. თითქოს ნათესავები ვართ, მე კი მგონია, რომ თქვენ ჩემი დედა ხართ“ – წერდა კრისტინ კუკი, რომელმაც აგრეთვე გაიკეთა დნმ-ის ანალიზი. გაირკვა, რომ დაბადების შემდეგ გოგონა სხვა ოჯახში გააშვილეს. ის გაიზარდა და შეიცვალა სქესი. ახლა ის 30 წლის მამაკაცია, რომელიც ბედნიერად ცხოვრობს მეუღლესთან და ზრდის შვილს. შვილის პოვნით შოკირებული თინა, რომ იტყვიან, სიხარულით ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს, თავი ზღაპარში ჰგონია. მისთვის სულერთია, რა სქესისაა მისი შვილი, მთავარია, რომ ის ცოცხალია.

წყარო: life.ru

კომენტარები