დედაქალაქის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს

დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„დედაქალაქის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ღირებულების ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს.

კომპანია „სითი პარკთან“ ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს გავწყვიტეთ ხელშეკრულება ცალმხრივად. კომპანიამ სასამართლოში დაიწყო დავა, ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად. მოვახერხეთ, რომ მოვილაპარაკეთ. დღეის მდგომარეობით, საქმე აღარც სასამართლოშია დავა და კომპანია არბიტრაჟში წასასვლელადაც აღარ ემზადება. წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები, სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. ჩვენ შევისყიდეთ ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება, ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. ჩვენ გვახსოვს, რამდენი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია, „თბილისი პარკინგი“. დაახლოებით წლის განმავლობაში მილიონ 200 ათასი ჯარიმა იწერებოდა „სითი პარკის“ მიერ. მას შემდეგ, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, დაახლოებით 5 ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი, არ არსებობენ უკმაყოფილო ადამიანები. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულების. აქ იგულისხმება ჯარიმები, რომლებიც გადაცემულია აღსრულების ბიუროს და, რომლის ფარგლებში იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის. იმედია, პარლამენტი მხარს დაგვიჭრეს და გადაწყვეტილება იქნება დადებითი.

წესრიგია და არ არიან უკმაყოფილო ადამიანები. ამ ჯარიმებიდან თანხების მოთხოვნის უფლება დღეს თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია. ჩამოვაწეროთ მოქალაქეებს ეს ჯარიმები და დარიცხული საურავები, რომელიც დღემდე არ არის ამოღებული. ჯამში ეს შეადგენს დაახლოებით 850 000 ლარს. აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვისაა გადაცემული და რომლის ფარგლებშიც უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას.

აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის და იმედი მაქვს, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ცვლილებას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც „სითი პარკთან“ აწარმოეს მოლაპარაკებები, მორიგების წარმატებით დასრულებისთვის“, – განაცხადათბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები