დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ
„აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან უკვე მოემსახურება თბილისის მცხოვრებლებს. შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, ამ ავტობუსების შესყიდვა, რომ არა პრემიერ-მინისტრ
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 220 ერთეული ავტობუსის შემოყვანაზეც.
„წლის ბოლომდე ეს 8-მეტრიანი, ISUZU-ს ფირმის ავტობუსები უნდა შემოვიდეს. ამით მთლიანად ჩავანაცვლებთ ყვითელი ავტობუსების პარკს. ასევე, მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს კიდევ დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. აქედან 100 გაზზე მომუშავე იქნება, 100 კი ელექტრო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა თბილისის მეტროზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვას დაიწყებს.
„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვხვდა წილად, რადგან, რაც მეტრო გაიხსნა, 1966 წელს, მას შემდეგ ძირეული რეაბილიტაცია და ცვლილებები არ განხორციელებულა
ახალი, მწვანე ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად
თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად გათვალისწინებულ
მუნიციპალიტეტის
რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, ისინი გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. MAN-ის ავტობუსების მსგავსად, ISUZU-ს მარკის ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები.