დედაქალაქში კვების ობიექტებში აღმოჩენილია ცხენის დნმ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) განხორციელებული კონტროლის შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა.
სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულია მათ შორის, მონიტორინგის, ანუ სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) ლაბორატორიული კვლევის შედეგები.
თბილისში 6; ხოლო ქვეყნის მასშტაბით 49 ობიექტი შემოწმდა. დარღვევა კი მხოლოდ ორ შემთხვევაში დადგინდა. ორივე დედაქალაქში დაფიქსირდა.
ორივე კვების ობიექტზე აღმოჩენილია ცხენის დნმ. დარღვევები გამოვლინდა; გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მდებარე შპს ,,კესოსა” (კაფე ბარი, რესტორანი) და ინტერნეტის ქუჩაზე მდებარე ინდმეწარმე ნინო ჩალიგავას კვების ობიექტში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ შემთხვევაში ობიექტი 1000 ლარიანი ჯარიმით, ხოლო მეორე – შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდა.
მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაეგზავნა.

კომენტარები