„დედა ბავშვობაში, – მამა შარშან გარდაეცვალა. რის გამო მოკლეს!” – ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცემით მოკლეს

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ნაცემი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა.

-„დედა ბავშვობაში, მამა შარშან გარდაეცვალა. ობლობაში გაზრდილი პატიოსანი ბიჭი იყო. ერთ-ერთი დაკავებულის მამამ ამ ბიჭს ჩამბარებელ პუნქტში უხარისხო თხილი მიუტანა, ამას მოჰყვა კონფლიქტი”, – ამბობენ მეზობლები

გამოძიების ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებულ ირაკლი ჭკადუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მიღებული დაზიანებებით შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულები ქუთაისის საპატიმროში იმყოფებიან.

კომენტარები