დედა სოსანას მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე პოლიციაში საჩივარი შეიტანეს

დედა სოსანას მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე პოლიციაში საჩივარი შეიტანეს.  საჩივრის ავტორი ავტორი, ქალთა მოძრაობის წევრი ცაბუნია ვართაგავაა, რომელიც მარტვილის პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოიკითხა.

წმინდა ნინოს მონასტრის ყოფილ წინამძღვარს დედა სოსანასა და მორჩილ ნინოს პირადი ნივთების გამოსატანად მონასტერში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ.

-„მას შემდეგ, რაც ეპარქიამ მტკიცე უარი განაცხადა დედა სოსანასთვის პირადი ნივთების გადაცემაზე,  ყველაფერი მივიჩნიე სამართალდარღვევად, დავრეკე 112-ში, დავაფიქსირე ზარი ასეთი დარღვევის შესახებ, მოვიდა საპატრულო პოლიცია, გადავედით პოლიციის შენობაში, შედგა გამოკითხვის ოქმი,  კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, ადგილი ჰქონდა ასეთ კანონდარღვევას, – ადამიანს არ ატანდნენ თავის პირად ნივთებს,” – განაცხადა ცაბუნია ვართაგავამ.

-„ორჯერ ვცადე, რაიმე კონსენსუსამდე მივსულიყავით, ჩემი პირადი ნივთები გამომეტანა,  ეკლესიაში არ არის სამართალი და ყველანაირ დოგმატებს და სამართლებრივ წესებს არღვევენ, მაქვს იმედი, სახელმწიფოს მხრიდან მოხდება კანონების დაცვა,” – განაცხადა დედა სოსანამ (ბოლქვაძე). 

მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა სოსანას უფლებამოსილება ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა შეუჩერა.მეუფე სტეფაენს ბრძანებით ორივე მონაზონი საეკლესიო წესების უხეში დარღვევისთვის ისჯება. 

დედა სოსანა და მორჩილი ნინო გუშინ, 1 აპრილს, თბილისში, საპატრიარქოსთან აქციაზე იმყოფებოდნენ, მარტვილში დაბრუნების შემდეგ ისინი ღამით მონასტერში აღარ შეუშვეს. 

ჭყონდიდის ეპარქიის მონაცვნები ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებენ.

,,სანამ პატრიარქი არის ამ ბრალით, რომ მას ედება მამათმავლობის ცოდვა, სანამ არ ჩატარდება სინოდი და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე არ ვაპირებ პატრიარქის მოხსენიებას. მან დამსაჯა ორი მუხლით”, –  აცხადებდა დედა სოსანა. 

კომენტარები