დეკანოზი გიორგი თევდორაშვილის “აწეწილ-დაწეწილს”

ცივი ნოემბერი ზამთრისთვის გვამზადებს,
ცუდი ამინდი მოწყენით გვაბრაზებს,
არავის, არავინ, არასდროს ადარდებს,
“ჯერ თვითონ მიკითხოს”, უგულო აცხადებს.
ასეთი ცხოვრება ცრემლებით გვანანებს,
შური ხომ საერთოდ, ბოლომდე გვაბრმავებს,
ვირუსმა ცხვირ-პირი ამტვრია ამაყებს,
ურწმუნოც კი მიხვდა, გამჩენი განაგებს.
შინ ჯდომა მოსწყინდათ ონავარ პატარებს,
უჟმური ივიწყებს ბავშვობის ძმაკაცებს,
ჭკვიანი განსაცდელს ნაყოფით აფასებს,
აწეწილ-დაწეწილს სიმშვიდე ალაგებს.
მიდექით, მოდექით, ნუ ელით მანანებს,
მოღვაწე მოძღვარი ქმედებით ქადაგებს,
დემონი სიცრუეს სიმართლედ ასაღებს,
სანთელი ციმციმით უფალზე ღაღადებს.
მამა გიორგი თევდორაშვილი.
21.11.20.
კომენტარები