დეკანოზი დავით ქვლივიძე: ნუთუ ავადმყოფ შვილს დედა ეტყვის – არ მომეკარო, არ გადამდოო?

– “ჩვენი ეკლესია ისე მოიქცა, როგორც დედა იქცევა.
როგორ, შენი შვილი მოდის და გეუბნება: დედა ავადა ვარ. შენ კი ეუბნები: არა, არა, არ მომეკარო შვილო, არ გადამდო… ასე იქცევა ნამდვილი დედა? ნამდვილი დედა ეხვევა თავის შვილს, ყველა რომ მიატოვებს. შვილთან ერთად წევს საწოლში…
იყო შემთხვევები ჩვენს ისტორიაში, – შავი ჭირი რომ ემართებოდათ, ან ქოლერა, დედა შვილთან ერთად გადიოდა და სხვა სახლში ცხოვრობდა, არ ტოვებდა შვილს… ეს არის დედა-შვილობა და ასე მოექცა საქართველოს ეკლესია თავის შვილებს. სხვანაირად ჩვენი ეკლესია ვერ მოიქცევა, იმიტომ, რომ ეკლესია დედაა ქართველი ერისა და ჩვენ შვილები ვართ ეკლესიისა…”- წერს დეკანოზი დავით ქვლივიძე

კომენტარები