დეკანოზი ლგბტ პირებზე – ხელისუფლებამ ეს 20 კაცი უნდა წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ – ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც

ხელისუფლებამ ეს 20 კაცი (ლგბტ პირები) უნდა შეკრიბოს და უთხრას, რომ ბავშვებო გაჩერდითო. წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, – ასე უპასუხა დეკანოზმა დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა იქნება თუკი ვითარება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დაიძაბება.

ამასთან, მისი თქმით, თუ რამე მოხდება, კამერები არსებობს და შესაბამისი უწყება დაადგენს.

„იცით რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? ეს 20 კაცი (ლგბტ პირები) უნდა შეკრიბოს და უთხრას, რომ ბავშვებო გაჩერდითო. წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ. დაგვანებონ ჩვენ თავი. თან ეგენი არ მრავლდებიან, არ სჭირდებათ გამრავლება. ერთი ოაზისი უნდა შეუქმნან, ცოტა ხანში დაპატარავდებიან, გაქრებიან და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც. არავინ იძალადებს მაგათზე. ბუნება იძალადებს, რომ სიცხე იქნება”,- განაცხადა დავით ნოზაძემ.

სასულიერო პირების, დავით ნოზაძისა და ვახტანგ დავითაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ლგბტ აქტივისტების მსვლელობას ვერ შეეგუება და იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღლუმს გამართავენ, მასშტაბური გამოსვლები იქნება.

„თუ დაიწყებენ მსვლელობას, დავდგებით და არ გავატარებთ. ეს მათი უფლებების შეზღუდვაა? კი, ბატონო. სამაგიეროდ, ჩვენგან ღვთის ცნების აღიარებაა“, – განაცხადა მამა ვახტანგ დავითაშვილმა.

კომენტარები