დეკანოზი შალვა კეკელია: „გავუღიმე და დაბღვერილი მიყურებდა. მერე კიდევ გავუღიმე და ჯვარი გადავსახე. ძალიან გაბრაზდა და შემაგინა. შეგინების შემდეგ კიდევ გავუღიმე, ფანჯარა დავწიე, დავლოცე, ვუთხარი…“

დეკანოზი შალვა კეკელია:

-„დილით ვაკვირდები ხოლმე, მანქანის მძღოლები როგორ უხეშად დადიან, დილიდანვე როგორ უბღვერენ, აგინებენ, ლანძღავენ ერთმანეთს. ასეთ ხასიათზე დილით როგორ გაიღვიძე? როგორ არ ხარ ბედნიერი,  დღევანდელი დღე რომ გაგითენდა?! ძალიან მიკვირს! დღე გაგითენდა და უკმაყოფილომ გაიღვიძე. თითოეული დღე, რომელიც გვითენდება, შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ კარგად ვიყოთ. დილით გაიღვიძე და უკვე გაბრაზებული ხარ. დღეს რომ ვიღაცას არ გაუთენდა დღევანდელი დღე, შენ გაგითენდა. როგორც ხარ, ცუდად ხარ თუ გიჭირს, გაგითენდა დღევანდელი დღე. ღმერთა შანსი მოგცა, საშუალება მოგცა იმისა, რომ კარგად იყო. გუშინ თუ ცუდად იყავი, დღეს შეგიძლია, რომ კარგად იყო და კარგ ხასიათზე დადგე. დილიდან ასე რატომ იწყებ? დილით რომ დავდივარ, მანქანა რომ შემხვდება, არ არსებობს გვერდით მძღოლს რომ არ შევხედო, არ გავუღიმო. ყველას ვესალმები, ვიცნობ თუ არ ვიცნობ. ერთხელ საცობში მოვყევი. გვერდით მედგა ადამიანი, გავუღიმე და დაბღვერილი მიყურებდა. მერე კიდევ გავუღიმე და ჯვარი გადავსახე. ძალიან გაბრაზდა და შემაგინა. შეგინების შემდეგ კიდევ გავუღიმე, ფანჯარა დავწიე, დავლოცე, ვუთხარი, ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ-მეთქი. პირზე შეაშრა სიტყვები, რაღაცის თქმას აპირებდა. რამოდენიმე თვის შემდეგ ეს ადამიანი მოვიდა ჩემთან, მითხრა, რომ რცხვენოდა მოსვლა. რომ მოვიდა, ჩავეხუტე. ხომ შეიძლება ადამიანები ასე შეხვდნენ ერთმანეთს, ასეთი ურთიერთობა გვქონდეს?! რას გაძლევს ეს უხეში დამოკიდებულება?! რას გაძლევს, ცუდ ხასიათზე რომ ხარ და ცუდად ექცევი ადამიანს?! არ სჯობს, –  ადამიანს თბილად დაელაპარაკო, სიყვარული და პატივისცემა გამოხატო ადამიანის მიმართ“ .

​წყარო

კომენტარები