დეკანოიძე: გობეჯიშვილის საქმეზე ბრალდების მოწებება უნდათ – არ გამოვრიცხავ, დამაკავონ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის უწყებებს, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მისთვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის “ბრალდების მიწებება” უნდათ. დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ისიც დააკავონ, ვინაიდან პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მტკიცებულებებში მისი სახელი ფიგურირებს.

“შეიძლება ემზადება იმისთვის, რომ ახალი რეპრესიების ტალღა დაიწყოს, მე არაფერს არ გამოვრიცხავ. სისულელეა და ეს არის ნაცვლიშვილის მორიგი, ჩვეულებრივი იდეოლოგიური პროპაგანდა. საზიზღარი ბრალდებით დააკავეს, უახლოესი მეგობრის გარდაცვალება დააბრალეს ამ ორ ადამიანს, ახლა აღმოჩნდა, რომ მოწებება უნდათ ამ პროპაგანდის და ამორალური ბრალდების ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის, ამიტომ მე არაფერს გამოვრიცხავ.

დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს და ისეთ მიტაცებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი. არ გამოვრიცხავ [ჩემ დაკავებას]”. – ამბობს ხატია დეკანოიძე.

“ვასაჯაროებთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, თ.გ.-ს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თ.გ.-ს დააპატიმრებდნენ. ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: “ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე”. ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: “რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა”, ასევე – “არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება”, რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს”. – ნათქვამია მტკიცებულებების შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

წყარო: “tabula.ge”.

კომენტარები