„დემოკრატები“ დონალდ ტრამპს „აჯანყების წაქეზებაში“ წაუყენებენ ბრალს – წარმომადგენელთა პალატაში წარადგენენ

„დემოკრატები“ შშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „აჯანყების წაქეზებაში“ წაუყენებენ ბრალს. რეზოლუციას „დემოკრატიული პარტიის“ წევრები წარმომადგენელთა პალატაში წარადგენენ. კანონმდებლებმა რეზოლუციაზე მუშაობა 6 იანვარს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. რეზოლუციას კენჭს წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, 13 იანვარს უყრიან.

ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რეზოლუციაში აღნიშნულია,  დონალდ ტრამპი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უსამართლოდ და უსაფუძვლოდ აყენებდა ეჭვქვეშ. ეს  ბრალდება, 6 იანვარს, კაპიტოლიუმთან გამართულ აქციაზეც გააჟღერა.  პროექტში  ნახსენებია, ტრამპის სატალეფონო საუბარი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანთან, რომელშიც, ამერიკული მედიის ცნობით, მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით საჭირო ხმების მოძიებას ითხოვს.

რეზოლუციაში აღნიშნულია – „პრეზიდენტმა  აშშ-ის უსაფრთხოებას, ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუქმნა საფრთხე“.

 

კომენტარები