დემოკრატიობანა და “ჩაბჟუტული” დემოკრატიის შუქურა ამერიკის შეერთებული შტატები

ვისწარმოგედგინათ, რომ ის მედია რომელიც ათწლეულია ტვინებს გვირეცხავს ამერიკული დემოკრატიის ზღაპრებით, ერთ დღესაც ამავე მედიის ეთერიდან მოვისმენდით ფრაზებს:

გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები
კორუფცია
Არჩევნების შედეგების არ აღიარება
მკვდარი სულები საარჩევნო ბიულეტენში
ამერიკის პრეზიდენტს საკუთარი ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს

როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ამერიკის დღევანდელი დღეა, რაც ჩვენ ბნელ ოთხმოცდაათიან წლებში გამოვიარეთ, მგონი ამ პერიოდს დღეს გადის ამერიკა, იფიქრებ შევარდნაძე გაცოცხლდა და ამერიკული არჩევნების მენეჯერად დაინიშნაო.

ამერიკულ არჩევნებს იმედის თვალით შეჰყურებს ჩვენი ოპოზიცია, რომლის ლიდერებსაც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ( თუმცა მათგან რაღა უნდა იყოს გასაკვირი ? )
არასწორი, ნაჩქარევი და არაკვალიფიციური დასკვნები გამოაქვს,
იმედები კი რომლებსაც ამყარებს ბაიდენისტები თუ ტრამპისტები ფუჭი და არაფრის მომცემია, რადგან მძინარე ჯო და შლეგი ტრამპი არ გახლავთ კმაყოფილი არჩევნების მიმდინარეობით თუ არჩევნების შედეგით რაც იმაზე მეტყველებს, რომ დემოკრატიის “შუქურაში” ძალიან მალე იფეთქებს გეომეტრიული პროგრესიით ზრდადი ქაოსი, რომელიც სამოქალაქო ომამდეც შეიძლება მივიდეს.
აი ეხლა აქ დაფიქრდით ცხელა ვინმეს შტატებში შალიკოს ან “შტაბკვარწირასთვის” ???

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები