„დემოკრატიულ ქვეყანაში, თანამდებობის პირებს სახრჩობელაზე არავინ უშვებს. მისი ჩანაცვლების 2 გზა არსებობს – ან გადააყენებენ, ან თავისით მიდის.  გიორგი გახარია დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენია. მისი ცვლილების საჭიროებას ვერ ვხედავ“

-„„დემოკრატიულ ქვეყანაში, მინისტრს ან აყენებ ან თავისით მიდის. ამიტომ, თუ რაიმე ცვლილება იქნება, ან წავა ან დარჩება. ვფიქრობ, გიორგი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა პოლიტიკურ სივრცეში,  მე მას კარგად ვიცნობ. არ ვიცი რა ხდება სამთავრობო კულუარებში, არანაირი კავშირი არ მაქვს. პოლიტიკაში პირდაპირ არ  ვმონაწილეობ. მე ჩემი საქმე მაქვს. ვარ საზოგადოების აქტიური წევრი, განვიცდი იმას რისი მომსწრეც ვარ. ვფიქრობ, გიორგი ერთ-ერთი საყრდენია „ქართული ოცნების“, ქართული ხელისუფლების. გახარიას წინააღმდეგ მარგინალურ ჯგუფს ვხედავ, რომლებიც ოცნებობენ, რომ ის წავიდეს, მაგრამ, ვერ მოესწრებიან“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ კინორეჟისორმა, გიორგი ხაინდრავამ.

კომენტარები