„დეპუტატები ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე შეიკრიბებიან – ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით“

-„დეპუტატები ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე შეიკრიბებიან. არანარი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი ველოსიპედით შეიკრიბება. არ მგონია, ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის,  რაც შეეხება აქციებს, საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც წყინს, რომ შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამო ტრილობების დაუშვებლობის, წესების დაცვის გამო, არ ვიცი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რა სხვაობა ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის.

ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ

კომენტარები