დეპუტატმა რიმა ბერაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ახალი „ISUZU“-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსით იმგზავრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ახალი „ISUZU“-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსით იმგზავრა.

„მოხარული ვარ, რომ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის განხორციელების შედეგებს ვხედავთ. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ეს ავტობუსი სვანეთის უბნის ყველაზე მაღალ წერტილში ადის, აქ სულ აღმართია, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მცირე გაბარიტიანი ტრანსპორტის შერჩევა. სვანეთის უბანში მდებარეობს კავკასიის უნივერსიტეტი, სადაც ოთხი ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, აქ არის საჯარო სკოლა და სამი  ბაგა-ბაღი, ამიტომაც ეს მარშრუტი მუდამ დატვირთულია.  ავტობუსი ყოველ ათ წუთში მოძრაობს და მგზავრთა ნაკადის გადაყვანა ძალზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

ახალი ISUZU-ს  მარკის ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია,  wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას,  თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები.

 

კომენტარები