„დეტალურად ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა. შვეიცარიას რუსეთში საქართველოს ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციის შესრულებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

„შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მარინა კარობიო გუშეტისთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და შვეიცარიული, პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განვიხილეთ.
ასევე დეტალურად ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები