„დიალოგი აუცილებლად ნამოხვანის სივრცეში უნდა შედგეს – ჩვენი მხრიდან დიალოგის სურვილი“-ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები „ნამახვანჰესისკენ“ გადაადგილებას ითხოვენ, სადაც ისევ რკინის ჯებირებია აღმართული.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა:

-„ნამახვანჰესისკენ“ გადაადგილების საშუალება უნდა მოგვეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ აქციას გავმართავთ. დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ, „ნამახვანჰესისკენ“ გადაადგილებას, სადაც ჩვენ კარვები გვქონდა გაშლილი და ჩვენი ძირითადი პროტესტის ადგილი იყო. აქ ისევ რკინის ჯებირებია აღმართული, ახლაც მოვითხოვთ, აიღონ ეს კედელი. ასე თუ არ მოხდება, რა თქმა უნდა, როგორც გუშინ აქციაზე დავაანონსეთ, მოვუწოდებთ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას, თავიანთ სივრცეებში მოახდინონ პიკეტირება. ამით ვაჩვენებთ ხელისუფლებას სახალხო ძალას. ყველაფერ ამას თუ არ გაითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, დავიძრებით დედაქალაქისკენ ყველა რეგიონიდან, გავმართავთ პერმანენტულ აქციებს, გადაიკეტება ავტობანიც.

იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცემათ, მზად ვართ, ხელისუფლებას დაველაპარაკოთ. დიალოგი აუცილებლად ნამოხვანის სივრცეში უნდა შედგეს.

მინდა, მკაიფოდ ვთქვა, საპატრიარქომ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, – დიალოგისკენ მოუწოდა მხარეებს. რა თქმა უნდა, თავიდანვე მოთხოვნა იყო, ყოფილიყო დიალოგი და შინაარსობრივ განხილვებში შემოსულიყო ხელისუფლება. ამიტომ, თუკი ისინი მზად იქნებიან, აიღონ კედელი და დავბრუნდეთ ნამოხვანში, ჩვენი კარვების სივრცეში, გადაწყვეტილების მიმღები მოვიდეს ჩვენთან და დაგველაპარაკოს. ვართ დამოკიდებული ამ პროცესზე. ის, რომ პირდაპირ გადავინაცვლოთ ან პირდაპირ ბლოკირება, პიკეტირება იქნება, ასე არ არის. რადგან დიალოგის სურვილი არსებობს, თუ შექმნიან სივრცეს დიალოგისთვის, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. დინამიურად დავხვდებით ამ პროცესებს. გადაწყვეტილების მიმღები არ არის ნათია თურნავა, ვის გადადგომასაც ვითხოვთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ალბათ პრემიერი ჩაითვლება გადაწყვეტილების მიმღებლად. შესაძლოა, პრემიერმა დანიშნოს წარმომადგენელი და მიანიჭოს ლეგიტიმაცია. ვინც იქნება გადაწყვეტილების მიმღები ამ პროცესში, მოვიდეს, დაგველაპარაკოს“.

რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა 

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გუშინ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა

კომენტარები