დიდთოვლობა  და შტორმი ესპანეთში -ორი ადამიანი გარდაიცვალა

დიდთოვლობა  და შტორმი ესპანეთში.უამინდობის გამო, გზებზე ბლოკირებული მოქალაქეების დასახმარებლად სამხედროები გაგზავნეს. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, მუშაობა შეაჩერა მადრიდის აეროპორტმა. გაუქმდა  50 რეისი. მადრიდსა და კიდევ ოთხ რეგიონში განგაშის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული.

დიდთოვლობისა და შტორმის გამო,  ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ქალი დაიღუპა მალაგაში,  მისი მანქანა ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კალატაიუდში ერთი უსახლკარო ყინვის გამო გარდაიცვალა. წერს  სააგენტო „როიტერი“.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლებიდან გასვლისგან თავი შეიკავონ,   საგანგებო სამსახურების მითითებების შესაბამისად მოიქცნენ.

 

კომენტარები