დიდი ბრიტანეთის ცირკებში გარეული ცხოველების ექსპლუატირება აიკრძალება

კანონპროექტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ცირკებში გარეული ცხოველების ექსპლუატირების აკრძალვას ითვალისწინებს, მომდევნო წლის იანვარში ამოქმედდება.

კანონპროექტმა 20 წლიანი კამპანიის და 13 წლიანი საკანონმდებლო პროცესის შემდეგ, ლორდების პალატაში მესამე და მეოთხე მოსმენა გაიარა.

ხოლო, ქვეყნის მოძრავ ცირკებში გარეული ცხოველების გამოყენების ამკრძალავი კანონი უკვე მოქმედებს.

მსგავსი კანონები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიღებული: სლოვაკეთში, ნიდერლანდებში,  ჩეხეთი და შოტლანდია კი მალე ამ ქვეყნების სიაში შევა.

წყარო: „vegan.ru“.

კომენტარები