დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის

ნიკოლოზ ბასილაშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის:

დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის 🇬🇪🏆

Thank you for your support 🇬🇪🏆” – წერს ბასილაშვილი

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 3 სეტში დაამარცხა ანდრეი რუბლევი და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

პირველ სეტში ნიკოლოზმა რუსი 7:5 დაამარცხა. მეორე სეტში, კი  სამწუხაროდ 4:6 დამარცხდა.
მესამე სეტში, კი 1-ით მეტი ბრეიკი შეასრულა და მეტოქე 6:3 დაამარცხა.  აღსანიშნავია, ეს ნიკოლოზისა და ანდრეის მეორე შეხვედრა იყო და ორივეში ქართველმა იმარჯვა.
ნიკოლოზამდე ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ მეორედ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.
ამ გამარჯვებით ნიკა მსოფლიო რეიტინგში ადგილს შეინარჩუნებს და პლუს, საპრიზო თანხად 354 854 ევროს მიიღებს.

 

კომენტარები