დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა

შინაგან  საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ა.პ. ფონიჭალის დასახლებაში გადამოწმების მიზნით შეაჩერა. სამართალდამცველებმა ოთხ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

კომენტარები