დიდი ოცეულის ორდღიანი სამიტი დასრულდა

სამიტს იაპონიის ოსაკას პორტში, 19 ქვეყანა და ევროკავშირი ესწრებოდა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა უმეტესი დრო სამიტზე მომავალი ლიდერების არჩევის საკითხს დაუთმეს. ევროკომისიის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს, ჟან კლოდ იუნკერს და დონალდ ტუსკს ვადა ოქტომბერში ეწურებათ.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამიტი დონალდ ტრამპის მიერ, ორი კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებული ზონის ვიზიტმა გადაფარა.
ვლადიმის პუტინმა სამიტი იმისთვის, გამოიყენა, რომ პრესასთან საუბრისას ლიბერალიზმის მოდელი გაეკრიტიკებინა. „ლიბერალურმა იდეამ საკუთარი თავის ჭამა დაიწყო,“ განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.

კომენტარები