დიდი სამამულო ომის დასაწყისი ტრაგიკული იყო წითელი არმიისთვის: უზარმაზარი დანაკარგები, უკანდახევა და საჯარისო ნაწილების ალყა

თუმცა, ომის პირველი დღე ფრონტის ყველა სექტორში ერთნაირი არ იყო. უპირატესობის მოსაპოვებლად, ვერმახტის სარდლობამ, რომელსაც არ გააჩნდა საერთო რიცხვითი უპირატესობა წითელ არმიაზე, ამიტომაც გერმანულმა არმია დაიწყო კონცენტრირება იმ წერტილებში სადაც მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების გარღვევას ახერხებდნენ, ამით შესაბამისად, ასუსტებდნენ შეტევის სხვა ზონებს. ამიტომ, სასაზღვრო საჯარისო ფორმირებების ზოგიერთმა მეთაურმა შეეძლო არა მხოლოდ შეენარჩუნებინა კონტროლი თავიანთ ჯარებზე, არამედ გადასულიყვნენ კონტრშეტევაზე.
დღეს ცოტა რამ არის ცნობილი კონკრეტული დივიზიების კონკრეტული გეგმების შესახებ.
მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ კარგად ვიცით მთლიანობაში წითელი არმიის ომამდელი გეგმები და ეს გეგმები ითვალისწინებდა წითელი არმიის აქტიურ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას, როგორც სტრატეგიულ, ისე ტაქტიკურ დონეზე. ასე შეუტია საბჭოთა არმიამ სადაც შეეძლო.

87-ე ქვეითთა დივიზია

სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის მე-5 არმიის 27-ე ქვეითთა კორპუსის 87-ე ქვეითთ დივიზიას მეთაურობდა გენერალ-მაიორი ფილიპ ფედოროვიჩ ალიაბუშევი.

დივიზია განლაგებული იყო საზღვრიდან 30 კილომეტრში, ვლადიმირ-ვოლინსკის რაიონში. საომარი განგაშის შემდე დივიზია, მასზე დამაგრებულ 450-ე კორპუსის საარტილერიო პოლკთან ერთად, სწრაფი მსვლელობით 9: 00 საათისთვის გაემართა ვლადიმერ-ვოლინსკის მხარეში, სადაც უმალ ჩაერთო სამხედრო მოქმედებებში.
ამ დროს კი გამაგრებულ პოზიციების გარღვევას შეეცადნენ 44-ე და 298-ე გერმანულმა ქვეითმა დივიზიებმა.

გენერალმა ალიაბუშევმა ორი გერმანული დივიზიის შეერთების ადგილზე დარტყმა გადაწყვიტა. გერმანელები იძულებულნი გახდნენ არა მხოლოდ შეეწყვიტათ შეტევა, არამედ უკან დაეხიათ საზღვრამდე. ვერმახტის დოკუმენტების თანახმად, 23 ივნისის ღამეს, 87-ე დივიზიის ორმა ბატალიონმა გადალახა დასავლეთ ბაგის მდინარე, ანუ გადაკვეთა საზღვარი. მართალია, ეს არ იყო საბჭოთა ჯარების შეტევა, ეს იყო მხოლოდ სადაზვერვო მოქმედებები რა დროსაც ბატალიონის ყველა ჯარისკაცი განადგურდა ვერმახტის მე-14 პანცერის დივიზიის მოტორიზებული ქვეითი ბატალიონის მიერ, მიუხედავად ამისა, საბჭოთა ქვედანაყოფების საზღვრის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაკვეთა გახდა შესაძლებელი.

ალექსეი ისაევი თავის სტატიაში „არასტანდარტული 22 ივნისი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ალიაბუშევის დივიზიის შეტევას, მიუხედავად მცირე ტაქტიკური წარმატებისა, დიდი, ფაქტობრივად, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 87-ე ქვეითი დივიზიის დარტყმამ ხელი შეუშალა საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში გერმანელთა მე-14 დივიზიის შეღწევას, რომელის ამოცანაც სწორედ ამ სექტორში შემოსვლა იყო. ვერმახტის სარდლობა იძულებული გახდა მე-13 დივიზია გადაეგზავნა ვლადიმერ-ვოლინსკისკენ, რამაც საბოლოოდ შეაფერხა ჯარების მოძრაობა, რისგამოც შემდეგ ბერლინში მოუწიათ ხელახალი სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები