„დიდმა უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს“-ენტონი ფაუჩი

ვაქცინირებული ამერიკელების დიდმა უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს.

-„მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა არსებით დაცვას უზრუნველყოფს. დღეისათვის დაახლოებით 33-მა მილიონმა ამერიკელმა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

20 ნოემბერს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ყველა ზრდასრულის მიერ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები