დიდ ბრიტანეთში ქართველებისგან შემდგარ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, ირლანდიიდან მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდა

დიდ ბრიტანეთში ქართველებისგან შემდგარ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, ირლანდიიდან მიგრანტები ფულის სანაცვლოდ არალეგალურად გადაჰყავდა.

ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ავრცელებს.  დაჯგუფების ლიდერს  5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დიდ ბრიტანეთში დაჯგუფების ლიდერის   დახმარებით არალეგალურად ჩასული სულ მცირე 19 ადამიანი იმყოფება.

დაჯგუფების ლიდერის გარდა, გასამართლებულებია კიდევ ოთხი ქართველი მამაკაცი.

კომენტარები