დიდ ბრიტანეთში შტორმის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო

დიდ ბრიტანეთში შტორმის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო.

ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სტიქია დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა ნაწილში ძლიერი წვიმას და ქარს გამოიწვევს, რის გამოც, რიგ ადგილებში წყალდიდობაა მოსალოდნელი.

ამერიკის შეერთებული შტატების ამინდის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ შტორმის ფარგლებში ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 100 კილომეტრს გადააჭარბოს.

სტიქიის ზონაში მოხვდება ინგლისის ჩრდილოეთი ნაწილიც. აღნიშნულ რეგიონს კიდევ ერთი ძლიერი ქარიშხალი ერთი კვირის წინ დაატყდა თავს.

 

წყარო: 1tv.ge

კომენტარები