დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო იქნება

რვა ივნისიდან დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო იქნება.  ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„დიდ ბრიტანეთში ჩამოსული მგზავრები ვალდებული იქნებიან, 14 დღე თვითიზოლაციის რეჟიმში გაატარონ, დაშვებული იქნება რამდენიმე გამონაკლისი. მათთვის, ვინც კარანტინის რეჟიმს დაარღვევს, ჯარიმა დაწესდება.

რეგულაციების მიზანი მოპოვებული პროგრესის შენარჩუნება და „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის თავიდან აცილებაა“, – განაცხადა ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა, პრითი პატელმა.

კომენტარები