დიეტა ექიმ მანანა მგალობლიშვილისგან. სწორი კვების მთავარი პრინციპები:

რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის და უშ­ვი­ლო­ბის ცენ­ტრის ექი­მი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი საკუთარი ფე­ის­ბუქ­ის გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც აღწერს გახდომის მსურველთათვის დიეტას და აქვე აღნიშნავს რომ ამ დიეტის დახმარებით მან რამდენიმე თვეში 10 კგ დაიკლო.

👉👩🍜დიეტა მანანა მგალობლიშვილისგან მათთვის, ვისაც გსურთ წონაში დაკლება 🍟
🍔🍗🍞🍦🍨 ამ დიეტით მე ზუსტად 10 კგ დავიკელი რამდენიმე თვეში და მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება – სწორი კვების მთავარი პრინციპები:

1. დღეში ჭამეთ 4-5 ჯერ მცირე ულუფებით და დროის თანაბარი შუალედებით (3-დან 4 საათამდე ინტერვალი კვებებს შორის)
2. მიიღეთ ნაკლებცხიმიანი ხორცი ( საქონელი, ქათამი, ინდაური, თევზი) უმჯობესია გრილზე, ჰაერღუმელში შემწვარი ან მოხარშული, ცხიმის დამატების გარეშე.
3. მიირთვით რაც შეიძლება ბევრი უმი ბოსტნეული: კომბოსტო, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, სალათის ფურცლები, ნებისმიერი მწვანილი და ა. შ.
4. დღეში მხოლოდ ერთხელ, დღის პირველ ნახევარში მიირთვით ამათგან რომელიმე ერთი: წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, სოკო, კუსკუსი ან პური. რაოდენობა: 2-3 სუფრის კოვზი, პური – 1-2 თხელი ნაჭერი.
5. ჭამეთ ხილი ზომიერი რაოდენობით, ნაკლებად ბანანი, ყურძენი, ლეღვი და საზამთრო
6. ხილი მიირთვით საღამოს 5 საათამდე
7. ჭამეთ ერთი თეფშის პრინციპით: ყველაფერი დაიწყვეთ ერთ თეფშზე და ჭამეთ მხოლოდ ეს და არა მაგიდაზე დაწყობილი კერძების თეფშზე ნელნელა გადმოღებით, როგორც მივირთმევთ ხოლმე სუფრასთან ჯდომისას
8. კვებიდან ამოიღეთ ნებისმიერი ცხიმი (კარაქი, ზეთი, ერბო, მარგარინი), მაღალცხიმიანი ყველი, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი სასმელები: ლიმონათი, კომპოტი, კოკაკოლა და სხვ.
9. მიიღეთ ბევრი წყალი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე. თქვენთვის ერთი დღის წყლის რაოდენობა რომ განსაზღვროთ, წონა უნდა გადაამრავლოთ 0.33-ზე. დაიმეხსოვრეთ, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია!
10. წყალი უნდა დალიოთ კვებამდე 20 წუთით ადრე და კვების შემდეგ 20 წუთის შემდეგ. არ მიაყოლოთ კვებას წყალი.
11. საღამოს 5 ის მერე მიიღეთ მხოლოდ ნაკლებცხიმიანი მაწონი, კეფირი ან ხაჭო 250 გრ
12. თუ გიყვართ ყავა, ყოველთვის დააყოლეთ მას 1 ჭიქა წყალი
 გმადლობთ ნდობისთვის, თქვენი ექიმი 🌸მანანა მგალობლიშვილი 🌸 ” – წერს მანანა მგალობლიშვილი.

👉👩🍜 დიეტა მანანა მგალობლიშვილისგან მათთვის, ვისაც გსურთ წონაში დაკლება 🍟🍔🍗🍞🍦🍨 ამ დიეტით მე ზუსტად 10 კგ დავიკელი…

Gepostet von Manana Mgaloblishvili am Dienstag, 18. Juni 2019

კომენტარები