დიზაინერმა რალფ ლორენმა ბრიტანეთის რაინდ-კომანდორის წოდება მიიღო

ამერიკელმა დიზაინერმა რალფ ლორენმა, ბრიტანეთის რაინდ-კომანდორის წოდება, მოდის სამყაროში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.
ლორენი პირველი ამერიკელი დიზაინერია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
მას, ბუკინგემის სასახლეში წარჩინების ნიშანი, პრინცმა ჰარიმ გადასცა.
ინფორმაციას „The Hollywood Reporter“ ავრცელებს.

კომენტარები