დიმიტრი მედვედევი: „ტრამპის პრეზიდენტობის წლები იმედგაცრუების პერიოდი იყო“

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წლები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის იმედგაცრუების პერიოდი იყო. ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

-„დონალდ ტრამპი გულითადი ადამიანია, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების განწყობა ჰქონდა, მაგრამ  არ გამოუვიდა. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ეს გამოიწვია, -ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბრკოლებებს უქმნიდა.

მას ხელს არა მხოლოდ „დემოკრატები“, არამედ „რესპუბლიკელებიც“ უშლიდნენ. 2018 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ სამიტს არანაირი შედეგი არ მოუტანია. მას სულ საყვედურობდნენ, – რუსების ჭკუაზე დადის. ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე საუბრობდა და  ამავე დროს, რუსეთის მიმართ ყველაზე ხისტ პრეზიდენტად მოიხსენიებდა საკუთარ თავს“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

კომენტარები