“დიმიტრი ხუნდაძემ მანქანით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვა განმარტა”-დავით მესხიშვილი

საქართველოს “ტრანსპორტისა და გზების ასოციალციის” პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს –

“ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მანქანით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვა განმარტა:

“როცა ავტომობილს მართავს მძღოლი და ხშირად ავტომობილს ჰყავს ერთი მძღოლი ანუ წინ ზის სწორედ მძღოლი. როცა ავტომობილში შესაძლოა არა ოჯახის წევრი იყოს ეს მგზავრი შეიძლება დღეში რამდენჯერმე იცვლებოდეს, მაგალითად ტაქსიში, შეუძლია გაუჩეროს თანასოფლელს, თანამოქალაქეს, მეზობელს და ა.შ. მაგრამ უკან თუ ზის ცოლ-ქმარი, მაშინ მათ გადამოწმებაც არ სჭირდებათ, რადგან დისტანცია მძღოლთან უკვე დაცულია და მის გვერდში სიახლოვეს ის არ ზის, ამიტომ ქორწინების მოწმობის შემოწმება ამ შემთხვევაში საჭირო არაა. ამიტომ ამაზე საუბარი სპეკულაციაა”.

ერთი ხუთჯერ მაინც წავიკითხე, საიდან აღარ მივუდექი ნათქვამს. ხან მათემატიკით წავედი, ხან ლოგიკით და არაა საშველი, მაინც ვერაფერი გავიგე “-წერს დავით მესხიშვილი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები