„დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა და მაყურებლებმა გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

კლისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩის დაწყებამდე, „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა და სტადიონზე მყოფმა მაყურებლებმა გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სტადიონზე გაისმა გია ყანჩელის ცნობილი ნაწარმოები „ყვითელი ფოთლები“.

ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები