მამუკა მდინარაძე,  სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას ეხმიანება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე,  სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას ეხმიანება:

„დისკუსიის გახსნა ზედმეტია იმ ფონზე, როცა კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს.

გამორიცხულია ამაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. არა მგონია, რომ სწორი იყოს საუბარი სხვა მოდელებზე – ამერიკულზე, ფრანგულზე, ბრიტანულზე თუ ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი. განვითარებული მოვლენების ფონზე, 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით არჩევნები და საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე“.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

კომენტარები