დიტო ბიძინაშვილი: 5G ტექნოლოგია არის მართვის, კონტროლის, თვალთვალის და ხელოვნური ინტელექტის პროგრამა. ანტენებს უკვე საქართველოშიც ამონტაჟებენ

– „ესაა თემა რომელიც ყველას ეხება და კაცობრიობის ბედს გადაწყვეტს – 5 G ტექნოლოგია. ეს არის უსადენო კავშირი, რომელიც ახლანდელზე 100 ჯერ სწრაფია. წესით ამ ამბავმა,ის სტანდარტულად მოაზროვნე ადამიანებიც უნდა დააფიქროს, ვინც გლობალისტი მამების მიერ შექმნილი სტანდარტების იქეთ ვერაფერს ამჩნევენ და სხვებს შეთქმულებს უწოდებენ. თუ ამ ამბის ნეგატიურ მხარეს დავუჯერებთ, ეს იქნება ჯერ არნახული ომი კაცობრიობის წინააღმდეგ და არა აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიური მრწამსის მატარებელი ხარ ამ რომელი ერის შვილი ხარ, ეს არის ზოგადსაკაცობრიო გამოწვევა.
ყოველგვარ წინსვლას თან ახლავს მითქმა-მოთქმა, ეს ცხადია. მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, მე 20 და 21 საუკუნეებში, თითქმის ყველა ბოროტებას. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული პროგრესი და განვითარება დაარქვეს.
განგაშის ზარები შემოკრეს მეცნიერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით. საუბარია ტექნოლოგიაზე რომელსაც 24 დან 100 გგ ჰერცამდე სიხშირეს იყენებს.
2017 წლის სექტემბერში, ევროპულ კომისიაში შევიდა განცხადება მოთხოვნით, რომ მორატორიუმი გამოეცხადებიათ 5 G ტექნოლოგიის გადამცემი ანტენების რაოდენობასთან დაკავშირებით. ამ განცხადებას ხელი მოაწერა 180 მეცნიერმა, ტექსტი კი დაახლოებით შემდეგი სახის იყო: “ჩვენ, მეცნიერები, პროფესორები და ექიმები, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ მეხუთე თაობის ტექნოლოგია არ გამოიყენოთ იქამდე, სანამ ამ ყველაფერს შესაბამის დონეზე არ გამოიკვლევენ”
მეცნიერებმა შემდეგი ფაქტორები ჩამოთვალეს:
თვალის დაავადებები – კატარაქტი, კანის დაზიანება, წნევის პრობლემები, ოფლიანობა, სტრესი, მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, ნევროლოგიური დარღვევები, ნივთიერებათა ცვლის პროცესის და იმუნური სისტემის დარღვევა, უნაყოფობა მამაკაცებში, კიბოს რისკის გაზრდა, მწერების და ფრინველების გადაშენება(ბოლოს როდის ნახეთ ციცინათელა ან ღამურა?)მცენარეებზე ზიანის მიყენება. ანუ ადამიანის ჯანმრთელობის გარდა საუბარია ეკოსისტემის განადგურებაზეც. ბუნებაში არ არსებობს ბაქტერიაც კი, რომელსაც თავისი დანიშნულება არ ქონდეს – ეკოლოგიური ჯაჭვი, როდესაც ერთი სახეობის გაქრობა იწვევს მეორეს გაქრობას ან დაზიანებას.
ქვემოთ გაგაცნობთ, იმ მეცნიერების და ექსპერტების დასკვნებს ვინც ამ საკითხზე მუშაობდა და მუშაობს.
Betzalal ის ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ადამიანის საოფლე ჯირკვლებმა შეიძლება ანტენის როლი შეითავსოს 5G ის ტალღებთან მიმართებაში და თუ მათი ტალღები იქნება მუდმივი – ამაზეა გათვლილი ეს ტექნოლოგია 24/7/365, მაშინ ადამიანს ექნება სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ტრევორ მარშალი, ავტოიმუნობის კვლევის ფონდის დირექტორი კალიფორნიაში – “ეს იქნება ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი კაცობრიობას ჩაუფიქრებია. მსოფლიოში არსად არ იქნება უსაფრთხო ადგილი”
ოლგა შინი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელი – “საშიში ტალღები დაასხივებს ყველას, მათ შორის ყველაზე დაუცველებსაც: ფეხმძიმე ქალებს და მათ მუცლად მყოფ ბავშვებს, პატარებს, მოზარდებს, ინვალიდებს, ქრონიკული ავადმყოფობების მქონეებს, მოხუცებს”
რონალდ პაუელი, ფილოსოფიის დოქტორი რომელმაც ამერიკის ფედერალური კავშირგაბმულობის კომისიას წერილი გაუგზავნა – “5 G ტექნოლოგიის საშუალებით, გაიზრდება რადიაციული ფონი. ახლა ამ ტექნოლოგიაში 7 ტრილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული, რომლის ამოღებას მოუთმენლად ელიან მისი შემქმნელები”
გირიშ კუმარი, ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კათედრის პროფესორი – ” კაცობრიობის მომავალი დაფუძნებული და დამოკიდებული იქნება 5G რადიაციაზე.
ეს უნიკალური ვითარებაა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც მთელი მოსახლეობა ექვემდებარება არაიონაციური გამოსხივების მქონე ხელოვნურ მოწყობილობებს. პასუხისმგებელნი იქნებიან მეცნიერები, ისევე როგორც ისინი, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს ამ პროექტს? პასუხი მარტივია: არა … რადგან თუ სამომავლოდ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა აღმოაჩინეს, მათ მანიფესტაციას სავარაუდოდ ათწლეულები დასჭირდება. ამ დროისთვის, ადამიანები, რომლებიც ამჟამად დაშვებული 5G ტექნოლოგიის განხორციელებას საშუალებას მისცემენ, პენსიაზე იქნებიან ან სასაფლაოზე აღმოჩნდებიან”
დარიუშ ლეშინსკი, მეცნიერების დოქტორი – “ამ ტექნოლოგიის საშუალებით, დიდია კიბოს, უნაყოფობის და მეხსიერების დაკარგვის საფრთხეები”
პროფესორი მარტინ პალი, რომელმაც უნიკალური ცდები ჩაატარა, გამოიკვლია თუ როგორ პროვოცირებს ელექტრო მაგნიტური ველი ნაადრევ დაბერებაზე, ტვინის მუშაობაზე და დნმ ზე. პალი ამბობს – “ეს იქნება სრული სიგიჟე” შემაშფოთებელი დასკვნები აქვს პროფესორ ჰესიგს, შვეიცარიიდან, 13 კვლევა ჩაუტარებია და კატარაქტის პრობლემებზე წერს, რომელსაც ამ ტექნოლოგიის მოკლე ტალღები იწვევს.
ზემოთ ვახსენეთ მწერების და ფრინველების გადაშენება. ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ, ასობით ფრინველი დაიღუპა, 5G ის გადამცემი ანტენის მახლობლად.
კლერდ ედვარდსი, გაეროს ყოფილი რედაქტორი, რომელმაც ეს პრობლემა, გაეროს გენერალურ მდივნამდე – ანტონიო გუტერიშამდეც მიიტანა. ედვარდსმა, შვედეთში გამართულ მიტინგზე თქვა – “ბოლო 20 წელიწადში მწერების 80 % გაქრა, თუ ამ ტექნოლოგიას არ გამოვიკვლევთ და ისე დავნერგავთ, მწერები მთლიანად გადაშენდებიან და შესაბამისად ჩვენც გავქრებით”
საშა სტოუნი, რომელმაც ფილმიც გადაიღო 5G აპოკალისფზე – The Extinction Event.
მარკ სტილი, ამ ტექნოლოგიის მკვლევარი რომელიც შემდეგს ამბობს: “5G არის გრძელი რადიუსის მსგავსი იარაღი, რადარი ანტენის მასივში და მიმართულებითი ენერგიით (ROSA გამოიყენებოდა 11 სექტემბერს და სხვადასხვა ხანძრის დროს). 5G აპარატში არის დიელექტრიკული ობიექტივი რაც ამტკიცებს, რომ ეს არის იარაღის სისტემა. ასევე ეს არის კავშირი მანქანებს შორის ავტონომიური მანქანებისთვის, და არა ტელეკომუნიკაცია ადამიანებისთვის”
მარკ სტილი ყურადღებას გვამახვილებიებს 868 მჰ ის სიხშირეზე, რომელიც ადრე გამოიყენებოდა ბრძოლის ველზე დასაკითხად და დარწმუნებულია რომ კონკრეტული ადამიანების ამოცნობა შეუძლია ამ სიხშირეს შენობებში.
არტურ ფირსტენბერგი, რადიოფიზიკის მკვლევარი – “როდესაც მოკლე ელექტრომაგნიტური პულსი სხეულში შეაღწევს, ეს ხდება შემდეგში: მოძრავი მუხტი თავისთავად ხდება მცირე ანტენა, რომელიც ხელახლა ასხივებს ელექტრომაგნიტურ ველს და ორგანიზმში უფრო ღრმად აგზავნის მას”
5G ის ანტენები უნდა განათავსონ მთელ დედამიწაზე. ეს იქნება უსადენო გადამცემები, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს უნდა იყვნენ – წარმოიდგინეთ სოკოებივით ყველგან, ტყეში, მთაზე, შენობაში, ქალაქში, საცხოვრებელ კორპუსებში( არის სერიოზული ეჭვი, რომ დედამიწაზე ტყეები, “ჰაარბის” და ასევე ამ ტექნოლოგიების განსათავსებლად გადაწვეს. მითუმეტეს, ყველა ქვეყანამ, ტყეების დაწვის საქმეს ტაბუ დაადო და არ გამოიძია – თითქოს პირი შეკრესო)
ასევე იგეგმება, 20000 ხელოვნური თანამგზავრის გაშვება დედამიწის ორბიტაზე, რათა მათ შექმნან ამ ტექნოლოგიის ქსელი რომლის სხივები დაფარავს დედამიწის ყველა სანტიმეტრს. 5 კომპანია იბრძვის ამ საქმისთვის(ან იბრძოდა) გაიხსენეთ, თაღლითი მილიარდელის, ელონ მასკის პროექტი, რომლის Space X -მა უკვე დიდი ხანია დაიწყო კოსმოსის ათვისება.ელონ მასკი კიდე მთელ მსოფლიოს აბოლებს, რომ თითქოს თანამგზავრები იმისთვის ჭირდება ორბიტაზე, რომ მთელ მსოფლიოში იყოს უფასო ინტერნეტი.
სერიოზული ბრალდებებია ზემოთ ჩამოთვლილი, რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი მეცნიერი ცდება, ყველას თავისი ჰიპოთეზა აქვს, მაგრამ მოდი დავსვათ კითხვა – ყველა მათგანი ცდება?
ყველაზე დიდი ეჭვები კი სადაზღვეო კომპანიებმა გამოიწვიეს, მათ აქვთ ინფორმაცია, რომელსაც დაეყრდნენ ბიზნეს-საქმიაობაში(რა თქნა უნდა ყველას არ ეხება) მაგალითად, Lloyds of London -მა უარი თქვა აქედანვე, ადამიანების ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ამ ტექნოლოგიის ამუშავების შემდეგ და არ დააზღვია Big Wireless(სატელეკომუნიკაციო კორპორატიული კონგლომერატი) დოკუმენტში წერია რომ 5G ტექნოლოგია შეადარეს ასბესტს, რომელიც იწვევს კიბოს.
სამწუხაროდ, 2020 წელს რუსეთშიც იგეგმება ამ ტექნოლოგიის გაშვება. ეჭვიც არ მეპარება, რადგან პუტინმა 2024 წლისთვის, პირობა დადო, რომ ხელოვნურ ინტელექტს ახალ დონეზე აიყვანს – აი ზუსტად იმ სხდომაზე თქვა ეს სიტყვები, ახალი იარაღები რომ დაანონსა(ბევრს რომ მულტფილმები გონია დღემდე)
ერთი სიტყვით დიდი მარწუხი იკვრება.
მეცნიერების საბოლოო დასკვნა ასეთია – 5G ტექნოლოგია არის მართვის, კონტროლის, თვალთვალის და ხელოვნური ინტელექტის პროგრამა და არაფერი საერთო არა აქვს კაცობრიობის პროგრესთან. ამას დაუმატეთ შვედეთში დაწყებული ჩიპიზაცია და ის რაც ფანტასტიკა გეგონათ, აგერ რეალობად აქციეს.
აი თუნდაც არ ჯეროდეს ადამიანს წმინდა მამების, არ ქონდეს რწმენა, ყველაფერი იხსნება უმარტივესად. მესამე რეიხის ჯალათი მეცნიერები, რომლებიც ამერიკელებმა შეიფარეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აი ზუსტად მათი მსგავსი ან მათზე უარესი მეცნიერების მიერ შექმნილი რეალობა დგება ჩვენს წინ.
ვისაც მართლმადიდებლობის ჯერა და სხვაზე მეტი ესმის, იმან ხომ ზუსტად იცის რომ ჩიპიზაცია ეს მხეცის ნიშანია, რომელსაც ძალით ვერ გააკეთებენ, თავად დაშინებულმა და შევიწროვებულმა ადამიანმა უნდა მოითხოვოს სულის მიყიდვა.
ბოლოს კი ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას დავსვამ. ხალხო, ფლეი მარკეტიდან ვერ გადმოწერ აპლიკაციას, თუ იმ კონკრეტულ აპს არ მისცემ შენს ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას – რატომ უნდა მაკონტროლოს ვიღაც ავადმყოფმა და ნაგავმა გლობალისტმა, რომელიც უბრალოდ ერთობა ადამიანების გაჭირვებით?
(ხვდებით ალბათ რომ პოსტის ცალკეული ნაწილი ნათარგმნია, განსაკუთრებით მეცნიერების ნააზრევი. მე არ მაქვს ბიოლოგის, ფიზიკოსის და ქიმიკოსის განათლება, ამიტომ თუ სადმე არასწორად წერია, სიამოვნებით ჩავასწორებ თქვენი დახმარებით. უამრავ მასალას ავუარე გვერდი, ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამდენი რამის დაწერა, ისედაც ამხელა ინფორმაცია გამოვიდა)
იმედია ან მეცნიერები ცდებიან ან ეს ძაღლისშვილები დამარცხდებიან. უფალთან ომი ჯერ არავის, არასდროს არ მოუგია“ – წერს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტზე დიტო ბიძინაშვილი

კომენტარები