დიღომში ახალი სპორტის სასახლე აშენდება  

 

დიღომში ახალი სპორტის სასახლე აშენდება,  ახალმა სპორტის სასახლემ 2021 წელს თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო საკალათბურთო ღონისძიებას უნდა უმასპინძლოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მშენებლობა 2021 წლამდე დასრულდება. ახალი სპორტის სასახლე თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

დღეს მიუნხენში გამართულ ცერემონიაზე ცნობილი გახდა გახდა, რომ 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს.

საქართველოს გარდა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ჩატარების სურვილს ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია გამოთქვამდნენ.

ევროპის რიგით 41-ე ჩემპიონატი კალათბურთში 2021 წლის 17-29 აგვისტოს გაიმართება.

 

კომენტარები