დი კაპრიომ ავსტრალიის გადასარჩენად 3 მილიონო დოლარი გაიღო, ავსრალიელმა მილიარდერმა კი 48 მილიონი

ეკოლოგიურმა ჯგუფმა „დედამიწის ალიანსი“ (Earth Alliance), რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო, 3 მილიონი დოლარი გაიღო ავსტრალიის დასახმარებლად, სადაც სამ თვეზე მეტია მძვინვარებს ტყის ხანძრები.

ამის შესახებ ჰოლივუდის ვარსკვლავმა ინფორმაცია განათავსა თავის ინსტაგრამის გვერდზე, წერს Об gazeta.ru

აღინიშნა, რომ სახსრები მიმართული იქნება ქვეყნის მოსახლეობის დასახმარებლად, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიისგან, თანხა, აგრეთვე, მოხმარდება ველური ბუნების გადარჩენას და მის აღდგენას.

ტყის მასშტაბური ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის ოქტომბრიდან მძვინვარებს. იანვრის დასაწყისში კვამლმა ახალ ზელანდიამდე მიაღწია, ხოლო ამ კვირას უკვე არგენტინას დაჩილეს მიუახლოვდა.

ავსრალიის ტელერადიო კორპორაცია ABC კი  იუწყება, რომ ამავე ღონისძიებეისთვის 48 მილიონს დახარჯავს ავსტრალიელი მილიარდერი ენდრიუ ფორესტი.

gazeta.ru

 

კომენტარები